უახლესი ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკა, პროფესიონალი ექიმები, სწრაფი და უტყუარი დიაგნოსტიკა
დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება პირველი ნაბიჯია მისი წარმატებული მკურნალობისკენ. ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი კი, განსაკუთრებულად ზრდის სრულად გამოჯანმრთელების მაჩვენებელს.
„მეტა“ უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატებითაა აღჭურვილი. მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკა, რომელსაც პროფესიონალი ექიმები მართავენ, სწრაფი და უტყუარი დიაგნოსტიკის გარანტიაა.
საშვილოსნოს ყელის კიბო ახლად აღმოჩენილ ქალთა ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის მე-3 ადგილზეა, ხოლო ქალთა ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიკვდილის მიზეზის მიხედვით – მე-4-ზე. თუ დაავადების განვითარების დღევანდელი ტემპი შენარჩუნდება, 2030 წლისთვის სპეციალისტები პროგნოზირებენ 710 000 ახალ შემთხვევას 383 000 ლეტალური გამოსავლით.
რენტგენის კაბინეტი იაპონური წარმოების უახლესი თაობის ციფრული აპარატით არის აღჭურვილი.
გულთან დაკავშირებული დაავადებები კვლავ რჩება სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მსოფლიოში
კლინიკა უახლეს აპარატს ფლობს, რომელიც ბგერით ტალღებს განსაკუთრებით მაღალი ხარისხით აღიქვამს